რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
პუტინმა მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ ომის შეჩერება არ სურს - ამბობენ ოპოზიციაში. აქ თვლიან, რომ უკრაინისთვის გრძელვადიანი და სასიკეთო სამშვიდობო შეთანხმება უფრო რეალისტური გახდა, რადგან რუსეთი დღევანდელ პირობებში გაცილებით სუსტია, ვიდრე 2022 წელს.
მმართველ გუნდში ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ამბობენ, რომ მშვიდობის დამყარებისკენ ნაბიჯების გადადგმა მთელი ევროპისთვის მათ შორის საქართველოსთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანია.