საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება

13 აგვისტო 2025, 09:52 112 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდება, მანამდე კი პირისპირ და გაფართოებული ფორმატებით, დელეგაციასთან ერთად, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი