საქველმოქმედო ფონდი „კეთილსოფელი“ დღეს სიკეთის დღეს აღნიშნავს, საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს გემზე გაუმასპინძლდებიან. მოეწყობა გასართობი ღონისძიებაც.
„სიკეთის დღე აჭარაში“ ყოველი წლის 11 აგვისტოს, უკვე 13 წელია იმართება.
ღონისძიება ეძღვნება 2008 წელს შინდისში 11 აგვისტოს გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს.