პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობას გმირობის მაგალითი მისცეს, ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, მომავალი თაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
პრემიერის თქმით, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი უზენაესი ღირებულებაა.
„ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი უზენაესი ღირებულებაა, რისთვისაც ღირს ყველაზე ძვირფასის გაწირვაც კი, ესაა სიცოცხლე და ზუსტად ამის მაგალითი მოგვცეს შინდისის გმირებმა. ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა კობახიძემ.