საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელის, წმ. ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ანგელოზის დღეს აღნიშნავს

02 აგვისტო 2025, 11:25 130 ნახვა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელის, წმ. ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ანგელოზის დღეს აღნიშნავს.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელს იხსენიებს, ერთ-ერთ უდიდეს წინასწარმეტყველს, რომელმაც სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. წმინდანის სახელს არაერთი სასწაული უკავშირდება. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილი დაითმინოს. წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ელიას ხალენი (მოსასხამი) საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაფლული.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმ. ილია მართალს იხსენიებს- დიდ ქართველ მოღვაწეს, მწერალს, ჟურნალისტს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

 

ილია ჭავჭავაძე, როგორც წმინდა ილია მართალი, 1987 წელსაა კანონიზებული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მას ყოველ 2 აგვისტოს მოიხსენიებს.

 

დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი