6 წლის განმავლობაში გადაღებული ფოტოები და პირველი პერსონალური გამოფენა, ბათუმში. ბათუმის ხელოვნების ცენტრში უკრაინელი ფოტომოყვარულის 200-მდე ნამუშევარი გამოიფინა.
ლილია გრიჩულევიჩის ობიექტივში საქართველოს სხვადასხვა კუთხის აქტიტექტურა და ბუნება მოხვდა. გამოფენა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალილო 2015”-ის მხარდაჭერით მოეწყო.