ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი მამუკა ალაფიშვილი გახდა

30 ივლისი 2025, 15:33 771 ნახვა

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მამუკა ალაფიშვილი გახდა. ის ბოლო 6 თვის განმავლობაში _ 30 იანვრიდან დღემდე რექტორის მოვალეობას ასრულებდა. მამუკა ალაფიშვილი კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო. მას სხდომაზე მყოფმა აკადემიური საბჭოს ხუთივე წევრმა გამოუცხადა ნდობა. სხდომას საბჭოს ერთი წევრი არ ესწრებოდა. მამუკა ალაფიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა. საბჭოს წევრებს რექტორობის კანდიდატთან კითხვები არ ჰქონიათ.

რექტორის განცხადებით, მის საქმიანობას საუნივერსიტეტო საზოგადოება კარგად იცნობს, რაც შეეხება პროგრამას მამუკა ალაფიშვილმა პრეზენტაციისას აქცენტი გააკეთა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სასწავლო პროცესში კვლევების ინტეგრაციაზე, ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობასა და პერსონალის მხარდამჭერ პროექტებზე, ასევე ავტორიზაციის უკვე დაწყებული პროცესის წარმატებით დასრულების საკითხზეც. მამუკა ალაფიშვილი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ის რექტორად 4 წლის ვადით აირჩიეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში