თურქეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 40 ადამიანი დააკავეს-ერდოღანი

29 ივლისი 2025, 11:26 263 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულში გაჩენილ ტყის ხანძრებთან კავშირში მყოფი 40-მდე პირი დააკავეს.   ერდოღანის თქმით, წელს ქვეყანაში ტყის ხანძრების 96% ადამიანური ფაქტორით იყო გამოწვეული.
„პირველი ივნისის შემდეგ 149 ეჭვმიტანილი დააკავეს, 38 პირი კი პატიმრობაში დარჩა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ეფექტურად რეაგირებს ტყის ხანძრებზე და 2020-2024 წლების ბოლოსთვის უფრო ნაკლები დაზიანებული ტყის ფართობი ჰქონდა, ვიდრე ესპანეთს, იტალიას, საბერძნეთს, პორტუგალიას, აშშ-სა და კანადას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში