ბათუმის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა გუნდი დატოვა

16 მაისი 2017, 00:00 4123 ნახვა

ბათუმის ''დინამოს''  მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა გუნდი დატოვა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახურში ადასტურებენ. ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს ხომერიკი ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა.

საქართველოს ეროვნულ ლიგაში, წელს ბათუმის "დინამოს",  ხომერიკის ხელმძღვანელობით, ანგარიშზე 4 მოგებული და 8 წაგებული მატჩი აქვს.

ბათუმში რაგბი არენაზე გორის "დილასთან" დამარცხების შემდეგ, გულშემატკივარი მოედნის გასასვლელთან შეიკრიბა და ლევან ხომერიკის გუნდიდან წასვლას ითხოვდა, თუმცა მთავარ მწვრთნელთან  ერთად  ბათუმის დინამომ კიდევ ერთი მატჩი გამართა.  სამტრედიასთან ბათუმის ''დინამო'' 0-2 დამარცხდა.

ამ ეტაპზე ბათუმის დინამო ეროვნულ ლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა. ვინ იქნება ახალი მწვრთნელი ამ დრომდე უცნობია.

 

ბათუმის "დინამოს" ოფიციალურ გვერზე განცხადება უკვე გამოქვეყნდა.  

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში