საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მტკიცე სული 2025 ოფიციალურად გაიხსნა - საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ მეთორმეტედ მასპინძლობს.
სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ოფიციალურად გაიხსნა.
სამწყობრო მოედანზე, საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა.
სიტყვით გამოსვლისას, მათ საერთაშორისო სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.