„ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ - ამ თემატიკით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს მოდულის საზაფხულო სკოლა გაიხსნა.
ორგანიზატორების განცხადებთ, სკოლის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დადგენილ პოლიტიკურ კრიტერიუმებს, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ რეფორმებს. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ლექცია-სემინარებს დისკუსიებს, პრეზენტაციებს.
საზაფხულო სკოლა დაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მიერ და მისი მიზანია ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობა.
საზაფხულო სკოლის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჟან მონეს საერთაშორისო სერთიფიკატი. საზაფხულო სკოლა ხუთ დღიანია.