კახა კალაძის განცხადება ევროკავშირის ელჩზე

24 ივლისი 2025, 17:58 263 ნახვა

ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროკავშირის ელჩს გავაძევებდი, რადგან პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ასრულებს დავალებას და რასაც ეუბნებიან, იმას ამბობს.

კითხვაზე, ხომ არ დადგება საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გაწვევის საკითხი, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისი შეხედულებაა და მსგავსი საკითხი არ განიხილება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში