შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაანადგურეს, სხვადასხვა დროს, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებული 450 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 7 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
უწყების განმარტებით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობენ გენერალური პროკურატურიდან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:
ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
"აღსანიშნავია, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ნივთმტკიცებად ამოღებულ ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, პერმანენტულად - სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ. მანამდე - სასამართლოს შესაბამისი განაჩენის დადგომამდე, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება. სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი, საცავიდან მათი გადატანა ხდება საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის ეკიპაჟების თანხლებით შესაბამის ლოკაციაზე, სადაც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) ნარკოტიკების სრულად დაწვა, განადგურება ხორციელდება", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.