„ბათუმი კინოში“ - ტრენინგი დამწყები გიდებისთვის 

17 ივლისი 2025, 14:15 99 ნახვა

„ბათუმი კინოში'' - ამ თემაზე დამწყებ გიდებს ტრენინგი ჩაუტარდათ. კინოდოკუმენტალისტმა ოლიკო ჟღენტმა იმ ფილმებსა თუ ნაწარმოებებზე ისაუბრა, რომლებიც ბათუმში, ციხისძირსა და ჩაქვშია გადაღებული.

ტრენინგის შედეგად, დამწყები გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა შეისწავლეს, თუ როგორ წარმოაჩინონ ბათუმი, როგორც კინომატოგრაფიის ქალაქი და როგორ გაუწიონ მათ პოპულარიზაცია ტურისტებთან.

დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მესამე თვეა მიმდინარეობს.

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადებაა. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი