ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული ინფექციები

16 ივლისი 2025, 11:43 113 ნახვა

ზაფხულის სეზონი და მასთან დაკავშირებული ინფექციები. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ამ თემებზე პრესკონფერენცია გამართა.  საუბრისას  ივანე ჩხაიძემ  ყურადღება იმ  რისკებზე გაამახვილა, რომლებიც სეზონს თან  ახლავს,  შესაბამისად  გასცა რჩევებიც.   ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა  11-დან 17:00 საათამდე მზის   სხივებს  მოვერიდოთ.   ვინაიდან სითბური დარტყმის რისკი მაღალია.

აქვე ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ამ დროის შუალედში უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული.  მისივე განმარტებით, აუცილებელია  ქუჩაში გასვლის წინ ნახევარი საათით ადრე   მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება. მედიკოსები ურჩევენ მოქალაქეებს განსაკუთრებით ამ სეზონზე  წყლის  მიღებას, გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებლად.  აქვე ყურადღებაა გამახვილა  აუზით სარგებლობის დროს ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.  ივანე ჩხაიძემ ისაუბრა   კვებით ინტოქსიკაციასა და მასთან დაკავშირებული ნაწლავური ინფექციების განვითარებაზეც. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი