აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში,მხატვარ გურამ გუჯაბიძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მანერით შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის სიუჟეტური კომპოზიციები,ასევე ნახავთ პეიზაჟებს,ნატურმორტებსა და პორტრეტებს.ეს არის ხელოვანის სხვადასხვა დროს შესრულებული ნახატების ნაკრები.ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი გამოფენის ნახვა მსურველებს უფასოდ,4 დღის განმავლობაში შეუძლიათ.