კორპუსი, სადაც ნგრევა მოხდა, იყო ავარიული, რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა უარი განაცხადეს - კახა კალაძე

14 ივლისი 2025, 20:49 392 ნახვა

სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უტარდება, - აღნიშნა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

„რაც შეეხება კორპუსს, იყო ავარიული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იყო გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, გაკეთებული იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ ვუზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს. თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იყო მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც განაცხადა თანხმობა, უზრუნველყოფილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა განაცხადეს უარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში