სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გაიტაცეს ან მის გატაცებას შეეცადნენ - შსს

14 ივლისი 2025, 11:55 151 ნახვა

სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს ან მის გატაცებას შეეცადნენ. ამ ეტაპისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ცნობით, პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება.

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება, ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა. ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია. მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში“, – აცხადებენ შსს-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში