სამეურვეო საბჭოს არჩევნები საჯარო  სკოლებში

14 ივლისი 2025, 11:43 295 ნახვა

საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცედურა 10 საათზე დაიწყო და 16 საათამდე გაგრძელდება. სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველი არჩევითი ორგანოა, რომელსაც 3 წლის ვადით ირჩევენ. სამეურვეო საბჭო სკოლის ბიუჯეტის დამტკიცებასა და ხარჯვის კონტროლში მონაწილეობს, ირჩევს დირექტორს და ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს.

მის შემადგენლობაში მშობლები და მასწავლებლები თანაბარი რაოდენობით შედიან, წევრთა რაოდენობას კი კონკრეტულ  სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრავს, საბჭოში შეიძლება იყოს 6-დან 12 წევრამდე. ბათუმში 27 სკოლა და შესაბამისად 27 საარჩევნო უბანია გახსნილი, რესურსცენტრის ინფორმაციით კენჭისყრის პროცესი ყველგან შეუფერხებლად მიმდინარეობს. მედიისთვის სკოლებში მიმდინარე საარჩევნო პროცესის გადაღება დაშვებული არ არის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში