საზაფხულო თეატრში ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ბათუმი“ მაყურებლისა და მსმენელის წინაშე კონცერტით წარსდგა. შესრულდა ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები. კონცერტები ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ზაფხულის კონცერტების სერიის ფარგლებში ტარდება.