შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მეორე საკონცერტო დღე პანკის მუსიკალურ იმპროვიზაციებს დაეთმო. განახლებული პროგრამით წარსდგა ბათუმში მყოფი მსმენელების წინაშე ჯგუფი “დე ნექსთ მუვმენთ“. მათ შემდეგ კი სცენა - ჯაზ პანკის ყველაზე პოპულარულმა ესპანელმა გიტარისტმა ვინსენ გარსიამ დაიკავა. ჯაზ ფესტივალის კულმინაციური დღე კი მელომანებს დღეს ელოდებათ. სამ დღიან საფესტივალო ჯაზ საღამოებს სისთერ სლეიჯი დაასრულებს.