19 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმიც შეუერთდება

11 ივლისი 2025, 21:22 140 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე.

პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 19 ივლისს, თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან და  სოლიდარობის ნიშნად ბათუმშიც შეიკრიბებიან. 

"ჩვენ გვინდა მხარდაჭერა, თანადგომა გამოვუცხადოთ 19 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას, მის ორგანიზატორებს. ყველა თაბამებრძოლს", - განაცხადა ციალა ქათამიძემ. 

აქციას უერთდება და მხარდაჭერას უცხადებს ასევე " ერთიანი ნაციონალური მოძრაბა" და “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა". დღეს აქციაზე განცხადება მათმა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოიკოტი გაგრძელდება. მათი მთავარი  მიზანი და მოთხოვნა კი ისევ უცვლელი რჩება - აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. 
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში