"პოლიტიკო" - ევროკავშირი ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას განიხილავს

11 ივლისი 2025, 14:08 111 ნახვა

ევროკავშირი ღაზაში ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების გამო ისრაელთან  ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას განიხილავს. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული შეთანხმება ვაჭრობისა და თანამშრომლობის სხვა სფეროებში მჭიდრო ურთიერთობებს ითვალისწინებს.

სხვა ვარიანტებში შედის მთავრობებს შორის პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტა, რისთვისაც 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო.

გამოცემის ცნობით, სავაჭრო ნაწილის შესაჩერებლად  უმრავლესობის ხმებიც საკმარისია, რაც ისრაელს იმ უპირატესობას ჩამოართმევს, რომლებსაც ისინი ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტების შეტანისას იყენებდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში