ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალელიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა

11 ივლისი 2025, 11:00 529 ნახვა

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ალელიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცა. ინფორმაციას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

"მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ალელიშვილების 6-შვილიანმა ოჯახმა მერიისგან ჯამში 130 -მდე კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა მიიღო.

მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე ბათუმში არიან რეგისტრირებულნი და 6 და მეტი შვილი ჰყავთ.

პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საცხოვრებელი ბინები ჯამში 24 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში