აიათოლა ალი ხამენეის სამხედრო მრჩეველი - ირანი მტრის ნებისმიერი გეგმისთვის მზად არის

07 ივლისი 2025, 13:31 121 ნახვა

ირანის შეიარაღებული ძალები მტრის ყველა გეგმისთვის მზად არიან - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სულიერი ლიდერი უფროსი სამხედრო მრჩეველი ავრცელებს.

გენერალ იაჰია რაჰიმ საფავის თქმით, სიონისტებმა იციან, რომ ირანის ზოგიერთი ძალები, მათ შორის საზღვაო და „ყუდსის ძალები“ ბრძოლაში ჯერ არ შესულან.

სამხედრო მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათასი რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი დაამზადეს, რომელთაც უსაფრთხო ადგილას ინახავენ.

პარალელურად, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მრჩეველმა, ბრიგადის გენერალმა ებრაჰიმ ჯაბარიმ განაცხადა, რომ ირანის თავდაცვითი ობიექტების უმეტესობა ჯერ კიდევ არ არის ნაჩვენები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში