დონალდ ტრამპი ილონ მასკის მიერ მესამე პარტიის შექმნის იდეას სასაცილოს უწოდებს

07 ივლისი 2025, 10:20 83 ნახვა

ილონ მასკის მიერ ახალი პარტიის შექმნის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის თქმით, მესამე პარტიის შექმნა სასაცილოა.

ტრამპი აღნიშნავს, რომ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად უზარმაზარ წარმატებას მიაღწევენ, „დემოკრატებს“ კი გზა აებნათ, მაგრამ შტატებში ყოველთვის ორპარტიული სისტემა იყო და მესამე პარტიის შექმნა მხოლოდ დაბნეულობას გაზრდის.

ცნობისთვის, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში