ზაფხულის კონცერტების სერია გრძელდება. ბათუმის საზაფხულო თეატრში კონცერტი ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვების სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა “ბათუმმა“ გამართა.
ანსამბლმა დაახლოებით ერთსაათიანი პროგრამა წარადგინა მაყურებლის წინაშე, მათ შორის რეპერტუარში არის ახალი ქორეოგრაფიული ნომრებიც.
კონცერტების სერიას ბათუმის კულტურის ცენტრი გეგმავს.
ქართული ხალხური ფოლკლორის საღამოები 13 და 26 ივლისს გაიმართება.