1 ივლისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართა, თუმცა მანამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ბათუმსა და ფოთში მედიატური შედგა.
ჟურნალისტებმა გადაიღეს ბათუმის საზღვაო აკადემიისა და ფოთის ფილიალის საწვრთნელი ცენტრები, დაათვალიერეს ფოთის პორტი და დააკვირდნენ საქართველოს სანაპირო ზოლში საზღვაო აკადემიის სტუდენტების საწვრთნელ პროცესს. აღსანიშნავია, რომ დღეს ქვეყანაში 20 ათასამდე მოქმედი მეზღვაურია, კაპიტნების რაოდენობა 1000 აღწევს, სამ თვეში კი ქვეყანაში პირველი ქართველი კაპიტანი ქალი გვეყოლება.