თურქეთში, რიზეს რეგიონში თოვლი მოვიდა

06 ივლისი 2025, 12:45 611 ნახვა

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რიზეში თოვლი მოვიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რიზეს მთიან რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა.

რიზე, საქართველოს საზღვრიდან 120 კილომეტრის დაშორებით,  შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

თოვლმა, სულ მცირე, 100 კილომეტრის სიგრძის ტერიტორია მოიცვა. ყველაზე მეტად კი ქალაქ ართვინში შექმნა პრობლემები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში