დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული

04 ივლისი 2025, 14:01 72 ნახვა

თავდაცვის ძალებში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი სპორტული კვირეული მიმდინარეობს.  სამხედროებმა   პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზეს.  სპორტული შეჯიბრებები გაიმართა: ვაზიანში -  მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, ხოლო, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში - ცურვასა და შაშხანით სროლაში. 

მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში პარაკალათბურთის შეჯიბრი გაიმართა. გამარჯვებული გუნდების წევრებს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს. 

უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ მინაგორაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი