თურქეთში ხანძარს უკვე 2 ადამიანი ემსხვერპლა

04 ივლისი 2025, 10:35 124 ნახვა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში უკვე მე-8 დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის დაღუპულია 2 ადამიანი. ხანძრის ახალი კერა ანტალიის კურორტულ პროვინციასა და სტამბოლის მახლობლად, ტყიან ადგილებშიც გაჩნდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკვე დაზიანებულია 200-ზე მეტი სახლი.

კვირის დასაწყისში უკვე განხორციელდა 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯგუფმა „ცეცხლის შვილებმა“ აიღეს, რომლებიც აცხადებენ რომ კავშირი აქვთ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი