ყაზახი ბლოგერები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. ისინი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მოგზაურობენ. ბლოგერებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილები და აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ასევე დაათვალიერებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მოინახულებენ მთიან აჭარას და ადგილობრივ ღვინის მარნებს.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები ასი ათასობით გამომწერს უზიარებენ.
პარალელურად, რეგიონს სტუმრობს ყაზახი ტუროპერატორებიც, რომლებიც აჭარის შესახებ მომზადებულ ტურპაკეტებს ყაზახ ტურისტებს შესთავაზებენ.