კურსკის ოლქში რუსი გენერლის მიხაილ გუდკოვის ლიკვიდაცია მოხდა

03 ივლისი 2025, 13:14 133 ნახვა

უკრაინული და საერთაშორისო  წყაროები რუსეთის 155-ე ცალკეული გვარდიის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურის და რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდლის მოადგილის  გენერალ-მაიორ მიხაილ  გუდკოვის წერტილოვანი დარტყმის შედეგად ლიკვიდაციის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

გუდკოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსული სოციალური ქსელებშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა რუსეთის კურსკის ოლქის კორენოვოს რაიონში მოხდა, სადაც უკრაინულმა ძალებმა რუსული სამეთაურო პუნქტი დაბომბეს, რის შედეგადაც გენერალ-მაიორი გუდკოვი, მისი მოადგილე და სულ მცირე 20 სხვა სამხედრო პირი, რომელთა უმეტესობაც მაღალი რანგის ოფიცრები იყვნენ, დაიღუპნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში