ქართველი ავტომრბოლელები ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთში გაიმართება. საქართველოს სახელით ალექსანდრე ლომაძე და მევლუდ მელაძე იასპარეზებენ. პირველი ავტორბოლა 19 მაისს გაიმართება. სპორტსმენები დღეს ბულგარეთში საავტომობილო ფედერაციის წევრებმა გააცილეს.