სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში

08 სექტემბერი 2025, 10:31 85 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, აჭარაში ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებლის სოლომონ ფეიქრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში „შავი ზღვის თასი“.

შეჯიბრება 2008-2009 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა. გასულ წლებთან შედარებით გაზრდილი იყო ტურნირში მონაწილე ქვეყნებისა და სპორტსმენთა რაოდენობა.

ქართველ სპორტსმენებთან ერთად შეჯიბრებაში აზერბაიჯანის, ლატვიისა და თურქეთის ძიუდოისტები მონაწილეობდნენ. აჭარის ნაკრების წევრებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვახტანგ ზოიძის შეგირდებიდან ტურნირის პრიზიორები გახდნენ: 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მირიან კახიძე, 66 კილოგრამში თენგო ჭინკაძე და 81-ში ერეკლე აბაშიძე.

ტურნირი საქართველოსა და აჭარის ძიუდოს ფედერაციების ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის მხარდაჭერით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი