დანია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

01 ივლისი 2025, 10:03 89 ნახვა

დანიამ დღეს პოლონეთისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა. ახალი თავმჯდომარე ქვეყნის დღის წესრიგის ორი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობაა. 

„უსაფრთხოება ნათლად არის განსაზღვრული, როგორც მთავარი პრიორიტეტი. გვაქვს ნატოს ახალი მიზანი, რომელიც მიღებულია. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება. როგორც კი ნატო-ს მიზანი მიღწეული იქნება, სხვა საკითხების უმეტესობა ევროკავშირის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია და რადგან არასტაბილურია, საშიშია“ - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა.

დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მერვედ გახდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი