გამოხმაურებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებაზე

25 ივნისი 2025, 14:08 78 ნახვა

ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება „ALDE Party“  საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, გაერთიანება ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას ეხმაურება. განცხადების თანახმად ეს ფაქტი პოლიტიკური რეპრესიაა და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.  

ევროკომისიის სპიკერის შეფასებით კი ხელისუფლების ოპონენტების დაკავება  - პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა, რაც მისი თქმით   საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.  

ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით სასამართლომ 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდა გიორგი ვაშაძეს, 8-8 თვიანი პატიმრობა ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

საერთაშორისო გამოხმაურებებს აფასებენ პოლიტიკოსები საქართველოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში