ჩვენი ტერიტორიის ასი ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა, ამას სჭირდება ახსნა, ჩორჩანასთან დაკავშირებით დაველოდებით განმარტებებს - ანრი ოხანაშვილი

24 ივნისი 2025, 17:30 118 ნახვა

ფაქტი, რაც არის ვიცით, რომ 100 ჰექტარი ჩვენი ტერიტორია, ჩვენი მიწა-წყალი დროებით, მაგრამ დაიკარგა. ამას სჭირდება ახსნა. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით, მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის წინაშე რა განმარტება გაკეთდება, თუ იქნება არგუმენტები, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა, ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების საკითხზე გიორგი გახარიას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, ფაქტია, რომ გიორგი გახარიასთან არსებობს კითხვები და მისგან არგუმენტებს ელის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც.

„ჩორჩანასთან დაკავშირებით არის ორი მოცემულობა. ერთი, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე არის კონკრეტული პირი დაბარებული და ფაქტია, რომ ის არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიის წინაშე. რა ახსნა აქვს ეს საგამოძიებო კომისიის და პარლამენტის შესაფასებელია. ვნახოთ, დაველოდოთ რა ახსნა ექნება, რა არგუმენტი ექნება, თუ იქნება ასეთი ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტი, რაც არის ვიცით, რომ 100 ჰექტარი ჩვენი ტერიტორია, ჩვენი მიწა-წყალი დროებით, მაგრამ დაიკარგა. ამას სჭირდება ახსნა. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით, მოვისმენთ საგამოძიებო კომისიის წინაშე რა განმარტება გაკეთდება, თუ იქნება არგუმენტები. დანარჩენი გამოძიებას ექნება კითხვები თუ საგამოძიებო კომისიას, ეს ჩვენი ვალდებულებაა, ნებისმიერი პირის, რომ ვისთან მიმართებაშიც არ უნდა იყოს შეკითხვები უნდა გასცე პასუხები გამოძიების ინტერესებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, მაშინდელ შს მინისტრს გიორგი გახარიას ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების საკითხი არ ჰქონდა შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

„ფაქტი ის არის, რომ ეს არ იყო კოორდინირებული იმ პასუხისმგებელ უწყებასთან, რომელსაც პირდაპირ ევალება ე.წ. საოკუპაციო ხაზთან კონკრეტულ საკითხებში ჩართულობა. ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ეს ყველაფერი განხორციელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდის ავლით, ეს არის ფაქტი, ეს ინფორმაცია საჯაროდ არის ცნობილი. ყველა სხვა საკითხი უნდა იყოს გამოკვლეული და შესწავლილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო და არის პასუხისმგებელი უწყება, რომ ე.წ. საოკუპაციო ხაზთან თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა ხდება სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობით და კოორდინაციით უნდა განხორციელდეს. ეს არ მომხდარა. რა ახსნა აქვს კონკრეტულ პირს ეს უნდა მოვისმინოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი