თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

24 ივნისი 2025, 10:05 104 ნახვა

რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. გიორგი ვაშაძე სასამართლო სხდომაზე მისვლას არ აპირებს, ის განაჩენის გამოცხადებას პარტიის ოფისში დაელოდება.

ოპოზიციონერს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე აქვს შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. დღესვე საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე  ირაკლი ოქრუაშვილის და ნიკა გვარამიას  სასამართლო პროცესებიცაა ჩანიშნული.  ორივე პოლიტიკოსი წინასწარ პატიმრობაშია. გუშინ ამავე გამოძიების ფარგლებში  სასამართლოს განჩინებით  რვა-რვა თვით პატიმრობა შეეფარდათ  ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს . გადაწყვეტილების მიხედვით მათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც აეკრძალათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი