ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ

23 ივნისი 2025, 14:50 86 ნახვა

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ევროპელი დიპლომატები სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც იმსჯელებენ. 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი  ამბობს, რომ  დააყენებს სანქციების საკითხს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ძალადობას და არღვევენ ადამიანის უფლებებს საქართველოში.

კალასის განცხადებით, მინისტრები ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე დღეს დეტალურად არ იმსჯელებენ, თუმცა აღიარებს, რომ მას ქართულ ოცნებაზე ზეწოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად მიიჩნევს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ საბჭოს ექვს პუნქტიან გეგმას წარუდგენს, სიაშია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი