პრემიერ-მინისტრი ესტონეთში მიემგზავრება

12 მაისი 2017, 00:00 1915 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ესტონელ კოლეგა იური რატასთან.

შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს შეხვდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი