ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” დასრულდა

23 ივნისი 2025, 10:09 82 ნახვა

''ზაფხული იწყება აქ'' - ფესტივალი, რომლითაც ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნა, გუშინ კონცერტით დასრულდა. საღამო დიჯეი ბენემ გახსნა, კონცერტის დასკვნით ნაწილში კი მაყურებლის წინაშე კახაბერი და ხანუმები  წარსდნენ.

ფესტივალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართა.

მოეწყო ღია კაფეები, ბაზრობები, სადაც მეწარმეები მისულ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი