მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ფეხბურთში 

23 ივნისი 2025, 09:58 90 ნახვა

2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხედრები დასრულდა. G ჯგუფში ტურინის „იუვენტუსმა“ „ვიდადი“ 4:1 დაამარცხა. ამავე ჯგუფში „მანჩესტერ სიტიმ“ დიდი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა „ალ აინი“. H ჯგუფში თავისი მატჩი მოიგო მადრიდის „რეალმა“. ხაბი ალონსოს გუნდმა „პაჩუკა“ 3:1 დაამარცხა.

ბოლო ტურის წინ ცნობილია ტურნირის ოთხი მერვედფინალისტი: „ბაიერნი“, „ფლამენგო“, „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“. დღეს, 23 ივნისს მესამე, ბოლო ტურის მატჩები დაიწყება. B ჯგუფში „ატლეტიკო“ „ბოტაფოგოს“ ეთამაშება, „სიეტლ სანდერსი“ –კი „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. მატჩები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ეი ჯგუფის განრიგი კი ასე გამოიყურება:  „პორტუ“ – „ალ აჰლი“, „ინტერ მაიამი“ – „პალმეირასი“. მატჩები 24 ივნისს, დილის 5 საათზე გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი