ხულოში იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კოპროდუქციის-სპექტაკლის ,,სიყვარულის ფილოსოფია"-ს პრემიერა შედგა.
ნილ საიმონის პიესის ,,კალიფორნიული სიუიტა"-ს მიხედვით შექმნილ წარმოდგენაში მსახიობებმა ითამაშეს სიყვარულის ფილოსოფია, ვნება და ღალატი! ურთიერთობის ნგრევის ფილოსოფიური მექანიზმი სცენაზეა გამოტანილი..
სპექტაკლში წარმატებით ითამაშეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ორმა დიპლომანტმა სტუდენტმაც.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            