ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადება

19 ივნისი 2025, 14:29 110 ნახვა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი „პასუხს აგებს ომის დანაშაულებზე“. ისრაელ კაცმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელში, სოროკას საავადმყოფოზე ირანმა იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ  ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, „ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალეს, ირანის სტრატეგიული ობიექტებისა და თეირანის მთავრობასთან დაკავშირებული ობიექტების წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება, რათა აღმოფხვრან ისრაელის სახელმწიფოსთვის არსებული საფრთხეები“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში