ბათუმში განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები მიმდინარეობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, დალაგება-დასუფთავების სფეროში საქართველოში ცნობილმა და გამოცდილმა ექსპერტებმა პრაქტიკულ ტრენინგები გამართეს.
ორდღიან ღონისძიებას დასუფთავების სამსახურის 100-მდე მოქმედი თანამშრომელი ესწრება, რომლებისთვისაც ასევე წამახალისებელ, საჩვენებელი სატრენინგო შოუებია დაგეგმილი.