ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატს და „მოსადის“ ცენტრს ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალებმა დაარტყეს.
თავდასხმა ჰერცლიაში მდებარე სადაზვერვო სამსახურის ოპერაციულ ცენტრზე განხორციელდა. თუმცა ისრაელის მხარეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში სამხედროებმა ირანიდან გაშვებული 30 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად კი ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.