მეხანძრე-მაშველებმა ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცი გადაარჩინეს

16 ივნისი 2025, 11:55 151 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით, მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

„შემოსული ინფორმაციის თანახმად, კახეთში, სოფელ ართანადან ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა შვიდი პიროვნება, ქვათაცვენის შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება.

სამაშველო ოპერაციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მეხანძრე-მაშველების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში