ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას ლიეტუვის საგარეო უწყების შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება. მიაჩნიათ, რომ ევროკავშირმა რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს“. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ამ მოწოდებებს აფასებენ ოფიციალურ თბილისში. ოპოზიციას მიაჩნიათ რომ ამ ტიპის განცხადება არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვაა, მმართველ პარტიაში კი შეურაცხყოფასა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებენ.