14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა 

14 ივნისი 2025, 11:59 344 ნახვა

14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით სისხლის ბანკ - შპს ჰემა 2012-მა დონორებს, რომლებიც დონაციის პროგრამაში წლებია უანგაროდ არიან ჩართულები სერთიფიკატები გადასცა. 2020 წლიდან დღემდე ადგილზე 70 ათასამდე დონაცია შედგა, მათ შორის ნახევარზე მეტი მოხალისეობრივი ფორმით. 
მოქალაქეებმა სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად სრულიად უანგაროდ გაიღეს.  სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დააწესა.  მსოფლიო კამპანიის მთავარი თემა ყურადღებას ამახვილებს იმ იდეაზე, რომ სისხლის უანგარო რეგულარული დონორობით ყველა ჩვენთაგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ სისხლის უსაფრთხოების განვითარებასა და ხელმისაწვდომობაზე.  

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში